16 აპრილი 2024,   22:42
ვრცლად
"თამარ სხირტლაძემ მრავალ თაობას დაამახსოვრა თავი ყველასთვის საყვარელი პერსონაჟებისთვის სულის შთაბერვით" - პრემიერი გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს უსამძიმრებს
მსახიობ თამარ სხირტლაძის გარდაცვალების გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს.

"თავისი გამორჩეული ნიჭისა და განსაკუთრებული ტალანტის დამსახურებით, თამარ სხირტლაძემ მრავალ თაობას დაამახსოვრა თავი ყველასთვის საყვარელი პერსონაჟებისთვის სულის შთაბერვით. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილში.

მსახიობი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა.
დღის ამბები