20 აპრილი 2024,   11:39
ვრცლად
უნგრეთი უკრაინას ფინანსურად დაეხმარება

უნგრეთი უკრაინას ფინანსურად დაეხმარება. უნგრეთის მთავრობა ევროკავშირის მიერ დაგეგმილი 18 მილიარდამდე ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტში საკუთარი წვლილი შეიტანს და კიევს 187 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

მედიის ინფორმაციით, ორბანის მთავრობამ განაცხადა, რომ მზადაა უკრაინის მხარდაჭერის წილი გადაიხადოს, მაგრამ ურჩევნია, ეს გადახდა ორმხრივ საფუძველზე განახორციელოს და არა ევროკავშირის ერთობლივი სესხის საშუალებით.

დღის ამბები