06 დეკემბერი 2022,   20:59
ვრცლად
აეროპორტის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას "გლოვოს" კურიერი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა აეროპორტის გზაზე მოხდა. დაღუპულია "გლოვოს" კურიერი.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მამაკაცი მოპედით გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

 

დღის ამბები