18 აპრილი 2024,   20:30
ვრცლად
2 ჰექტარი მიწა, რომელიც წლების წინ გასხვისდა და აუთვისებელი იყო - "მზიურს" კუთვნილი ტერიტორია უბრუნდება

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკს კუთვნილი ტერიტორია უბრუნდება. "მზიურის" კუთვნილი 2 ჰექტარი მიწა, რომელიც წლების წინ გასხვისდა და აუთვისებელი იყო, ადგილმონაცვლეობის წესით რამდენიმე დღეში მერიას გადაეცემა. გასხვისებული მიწის "მზიურის" საკუთრებაში დაბრუნებას კი, წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა. კომპანია "პიაცა მზიურმა", მერიისგან სანაცვლოდ 7-ჯერ მეტი ნაკვეთი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიღო.

მზიურისთვის დაბრუნებულ ტერიტორიაზე ქალაქის მერიამ  გამწვანების და ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დააანონსა, მანამდე პროექტზე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები  იმუშავებენ.

მიღებულ ტერიტორიაზე ბავშვებისთვის დაგეგმილია ისეთივე სათამაშო და მწვანე სივრცეების მოწყობა, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ, "მზიურის" დანარჩენ ტერიტორიაზე გაკეთდა.

დღის ამბები