20 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
ჩინეთში, სინძიანის რეგიონში კოვიდ რეგულაციების გამო დაწესებული ლოქდაუნი სახალხო პროტესტის მიზეზი ხდება

ჩინეთში სინძიანის რეგიონში კოვიდ რეგულაციებსა და ლოქდაუნს აპროტესტებენ. დემონსტრაცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მედიის ინფორმაციით, ადგილობრივების პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ლოქდაუნს დაქვემდებარებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა და 10 ადამიანი დაიღუპა.

სახელმწიფო მედია კი იუწყება, რომ შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ლოქდაუნი არ მოქმედებდა. ჩინეთში ბოლო კვირის განმავლობაში მსგავსი ინციდენტი უკვე მეორედ ხდება. სინძიანის დასავლეთ რეგიონში, რამდენიმე თვეა მკაცრი რეგულაციები და ლოქდაუნი მოქმედებს.

 

დღის ამბები