20 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
სახელს ვერ ვარქმევ ამ მანიაკალურ დამოკიდებულებას - მეუფე სვიმეონი მონაზონის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე

მანიაკალური დამოკიდებულება, რომელიც ისტორიას არ ახსოვს  - ასე გამოეხმაურა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონი ცხრამუხას დედათა მონასტერში მონაზონზე ძალადობისა და ყაჩაღობის ფაქტს.

მეუფე სვიმეონმა ასევე სიძულვილის ენაზე ისაუბრა. 

"ეს არ არის უბრალო [ამბავი]. მსგავსი შემთხვევა კომუნისტების დროს, ეკლესიის დევნის დროსაც კი არ მომხდარა. არ ვიცი რა დავარქვა ამას, სახელსაც ვერ ვარქმევ ამ მანიაკალურ დამოკიდებულებას. ის, რაც მოხდა შემიძლია ვთქვა, რომ არის იმ სიძულვილის ენის შედეგი, რა სიძულვილიც საზოგადოებაში ითესება ყოველდღე. ხდება ხოლმე არასწორი ინტერპეტაცია, არასწორად მიტანა საზოგადოებასთან იმ აზრის, რასაც ვამბობთ ჩვენ. სამწუხაროა, არა მხოლოდ ტელევიზიების, ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანების შედეგია, ის რაც მოხდა. წინა დღეებში იყო თავდასხმა ეკლესიაზე, პირადად ჩემზე, მრავალ სასულიერო პირებზე და მოჰყვა კიდეც ეს შედეგი. სიძულვილის ენამ მიიყვანა საქართველო იმ მდგომარეობამდე, რომ ქართველი კაცი ადგა ეკლესიის წინააღმდეგ. ასეთი რამ არ მახსოვს, რომ ეკლესიაში მონაზონზე ასეთი თავდასხმა მოხდეს," - განაცხადა მეუფე სვიმეონმა.

დღის ამბები