24 აპრილი 2024,   01:31
ვრცლად
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი მოსამართლემ განმარტა. როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილია ცნობა, რომლის მიხედვით, ექიმი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

დილიდან იყო მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მივიდოდა. მას იქ  ოჯახის წევრებიც ელოდებოდნენ. ადვოკატების თქმით, ყოფილ პრეზიდენტს სურვილი ჰქონდა სხდომას დასწრებოდა და განცხადება გაეკეთებინა. სასამართლოსთან მივიდნენ პოლიტიკოსები და მხარდამჭერებიც.

"პარასკევს ჩატარდა ნევროლოგის კონსულტაცია, რომელმაც აღნიშნა უარყოფითი დინამიკა, დაინიშნა შესაბამისი კვლევები. დღეს და ხვალ ამ კვლევებს კიდევ ჩავატარებთ, განისაზღვრება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა და გადაყვანა და არც ერთ შემთხვევაში, მისი აქ ყოფნისას არც ერთ ეტაპზე, სასამართლოში წაყვანის და ტრანსპორტირების ნებართვა არ გაგვიცია. ჩვენ, ექიმები, ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება არ იყო გამართლებული," - აცხადებს "ვივა მედის" დირექტორი ნინო ნადირაძე. 

დღის ამბები