20 აპრილი 2024,   16:15
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დღეს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მოინახულა

მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დღეს მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა. სასულიერო პირის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და იმედი აქვს, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მალე მოხდება.

დღესვე კლინიკა "ვივამედთან" კარავი გაშალა რამინ თარაშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინაში მოღვაწე სასულიერო პირია. ის სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.

"ბოლო რამდენიმე შესვლაზე უფრო და უფრო სუსტად მეჩვენება. დაახლოებით 2 თვის წინ ჯერ კიდევ ფეხზე იდგა და ჩვეულებრივად მხვდებოდა. ადრე კორიდორებში მაინც სეირნობდა ახლა სეირნობა გამორიცხული," - აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).

დღის ამბები