27 იანვარი 2023,   08:03
ვრცლად
იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას არ აპირებს - რა შესთავაზა რატი ბრეგაძემ ყოფილი პრეზიდენტის ს ოჯახს

იუსტიციის სამინისტრო  მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას არ აპირებს. საქართველოდან საზღვარგარეთ არა, თუმცა საქართველოში ექიმების ჩამოყვანა იუსტიციის სამინისტროს ახალი შეთავაზებაა.

იუსტიციის მინისტრმა დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ კანონმდებლობით არ აქვთ ბერკეტი და გამონაკლის ვერ დაუშვებენ, რომ მსჯავრდებული საზღვარგარეთ გადაიყვანონ. რატი ბრეგაძემ თავისი უწყებისა და მედიკოსების მიმართ ბოლო დროს გამოთქმული ბრალდებებიც გაიხსენა და გარკვეული განცხადებები ცილისმწამებლურ კამპანიად შეაფასა.

მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზზე იუსტიციის მინისტრს არ უსაუბრია, თუმცა თქვა რომ ექსპრეზიდენტს მკურნალობის ყველა საჭირო კურსი უტარდება. რატი ბრეგაძემ ბრიფინგზევე განმარტა, თუ რატომ არ შეუძლიათ პალატიდან პაციენტის ფოტო და ვიდეომასალის გავრცელება. მინისტრმა დღეს მედიის იმ შეკითხვასაც უპასუხა, აღენიშნება თუ არა სააკაშვილს მოწამვლის ნიშნები.

მინისტრს სააკაშვილის ინტერესების დამცველებმა მალევე უპასუხეს. შალვა ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ ოჯახი ქართველ მედიკოსებს ენდობა, თუმცა საქართველოში სააკაშვილის მკურნალობა მაინც შეუძლებელია.

მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში დღესაც სტუმრობდნენ. ექსპერეზიდენტი მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მოინახულა. პალატიდან გამოსულმა კი მედიას უთხრა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მძიმედაა. დღესვე, "ვივამედთან" კარავიც გაიშალა. უკრაინაში მოღვაწე სასულიერო პირი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ სპეკულაციებად აფასებს მმართველი გუნდი.

მიხეილ სააკაშვილი უკვე რამდენიმე თვეა სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობს. მისი ოჯახი ახლა საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.

დღის ამბები