24 აპრილი 2024,   15:08
ვრცლად
გიული ალასანია იუსტიციის მინისტრის განცხადებას დადებითად აფასებს

იუსტიციის მინისტრის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის დედა დადებითად აფასებს. გიული ალასანია ამბობს, რომ განწყობა სწორია და ექსპერტიზის დასკვნა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განსახილველად სასამართლოში უნდა შევიდეს. რატი ბრეგაძის თქმით, კანონის მიხედვით, ოჯახმა სასამართლოს ექსპერტის დასკვნის საფუძველზე უნდა მიმართოს და შემდგომ სასამართლომ გადაწყვიტოს გადაუვადდეს მიხეილ სააკაშვილს სასჯელი, თუ გათავისუფლდეს მისგან.

"სწორი განწყობაა, ადამიანები ამბობენ, რომ დოკუმენტები უნდა შევიდეს სასამართლოში, სასამართლომ უნდა განიხილოს... სწორია ეს. ჯერ უნდა შეუწყდეს მას ეს საქმე, რომელიც არის სარჩელი და შემდეგ უნდა გადაიყვანონ, თუ ამას მიიჩნევს სასამართლო საჭიროდ," - ამბობს გიული ალასანია. 

დღის ამბები