19 აპრილი 2024,   20:01
ვრცლად
უკრაინაში ომის 280-ე დღეა - ქალაქ ნიკოპოლში ამ წუთებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინაში ომის უკვე 280-ე დღეა - რუსულმა ჯარებმა ავიაიერიშები მიიტანეს დნეპროპეტროვსკის ოლქზე. მძიმედ დაშავდა 73 წლის ქალი. აფეთქებების შედეგად განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და გაზსადენის სისტემა.

ქალაქ ნიკოპოლში ამ წუთებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

უწყვეტად იბომბება სუმის ოლქი. გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 30-ზე მეტი ჭურვი ისროლეს რეგიონის სასაზღვრო დასახლებების მიმართულებით. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს ხერსონის ოლქში. ცხედრებს წამების კვალი აღენიშნებათ. მოკლულებს შორის არის მოზარდი გოგონაც.


დღის ამბები