მომავალი წლის ბიუჯეტი მთავრობიდან დღეს კვლავ პარლამენტში ბრუნდება. 25-მილიარდიან ხარჯვით ნაწილში შესწორებები, ძირითადად, სოციალურად დაუცველი ჯგუფების მიმართულებით შევიდა. საუბარია სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების გაზრდაზე, იცვლება მიდგომა დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებითაც.
თანხების მატება გათვალისწინებულია, ასევე, განათლებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. დოკუმენტში გაწერილია უწყებების გაზრდილი დაფინანსებაც.
ოპოზიციის ნაწილი კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.