



მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თბილისში მოქმედ ძალადობის მსხვერპლთა დაწესებულებას ეწვია. თინათინ ნიბლოშვილი კამპანიის "არა ქალზე ძალადობა"-ს ფარგლებში ცენტრის ბენეფიციარებს შეხვდა და მათ საჩუქრები გადასცა.
საქართველოს მასშტაბით, სულ ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების 5 კრიზისული ცენტრი და 5 თავშესაფარი ფუნქციონირებს. კრიზისული ცენტრი მოქალაქეებს ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციასა და დახმარებას უფასოდ სთავაზობს.