25 აპრილი 2024,   08:32
ვრცლად
დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია რუსეთის დამარცხება, მაგრამ დასავლეთში იარაღის წარმოების ახალი ხაზების დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება უნდა დაჩქარდეს - კულება

ერთ-ერთი ბოლო ღონისძიება ბუქარესტში გუშინ ნატო-ს გენერალური მდივნისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრიფინგი იყო. “იარაღი გვჭირდება უფრო სწრაფად, სწრაფად და სწრაფად” - განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის პირველი დიპლომატის თქმით, ისინი აფასებენ ალიანსის მხარდაჭერას და დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებენ, იარაღის ახალი საწარმოო ხაზების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილებები დააჩქარონ.

"ბოლოს, როდესაც ნატო-ს მინისტერიალზე მომიწვიეს, სამი სიტყვით მოვედი – იარაღი, იარაღი, იარაღი. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა უკრაინისთვის. ეს გვეხმარება ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებასა და ხალხის გადარჩენაში. ჩვენ ვაფასებთ, რაც გაკეთდა, თუმცა ომი გრძელდება. დღეს, უკვე სამი ახალი სიტყვა მაქვს – უფრო სწრაფად, სწრაფად და სწრაფად. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია რუსეთის დამარცხება, დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ომის მოგება ერთად, მთელი ევროატლანტიკური სამყაროს ინტერესის სახელით. მაგრამ დასავლურ ქვეყნებში იარაღის წარმოების ახალი ხაზების დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება და შემდგომ მიწოდება სწრაფად უნდა მოხდეს," - განაცხადა კულებამ

"შეხვედრის მთავარი გზავნილია, რომ ნატოს მოკავშირეები და პარტნიორები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას. ვიდგებით უკრაინის გვერდით, მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ჩვენ არ დავიხევთ უკან. უაღრესად მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა პუტინმა ვერ მიაღწიოს გამარჯვებას უკრაინაში. ეს არამხოლოდ ტრაგედია იქნება უკრაინისთვის, ეს ასევე უფრო სახიფათოსა და დაუცველს გახდის მთელ მსოფლიოს. ამიტომ უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერება ნატოს მოკავშირეების უსაფრთხოების ინტერესებში შედის," - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები