24 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანო დღეს ანტიკორუფციულ კანონპროექტს დაამტკიცებს

პარლამენტი დღეს ანტიკორუფციულ კანონპროექტს დაამტკიცებს. მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი შესაბამისი ბიუროს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ქვეყნის ანტიკორუფციულ გეგმასა და პოლიტიკას შეიმუშავებს.

ოპოზიციის განცხადებით , მათი მოთხოვნის მიუხედავად, რეალური საგამოძიებო ორგანოს შექმნა არ ხერხდება, რის გამოც ისინი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ​. უმრავლესობა კი თვლის, რომ საგამძიებო სტრუქტურის ჩამოყალიბება რეკომენდაციათა ჩამონათვალში არ ყოფილა.

დღის ამბები