25 აპრილი 2024,   16:06
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" შიგნით არსებული ჯგუფების შეჯიბრი მიმდინარეობს, სინამდვილეში, მათ არ ადარდებთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - არჩილ თალაკვაძე

რა არის პარტიისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა თუ მისი პოლიტიკაში ჩართვა - "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს, უმრავლესობაში აფასებენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პარტიის დაპირისპირებული გუნდები, ამჟამად, ძალაუფლების გაყოფით არიან დაკავებული და ისინი სააკაშვილის მდგომარეობის გამოყენებას, მისი მომხრეების გადასაბირებლად ცდილობენ.

"რასაც დღეს ვხედავთ, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით არსებული ჯგუფების შეჯიბრი, თუ ვინ უფრო მეტად დაიცავს სააკაშვილს და ვინ უფრო მეტად შეძლებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით პოლიტიკურ სპეკულაციებს, სინამდვილეში მათ არ ადარდებთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უბრალოდ, შიგნით ერთმანეთს უმტკიცებენ თუ ვინ უფრო მეტად მოიმხრობს იმ ელექტორატს, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. 

დღის ამბები