გაეროს მოსახლეობის ფონდი ახალ ანგარიშს აქვეყნებს. 50-გვერდიან დოკუმენტში საუბარია ადრეულ ქორწინებაზე, გამოწვევებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე. კვლევის მიზანია, გაანალიზდეს საქართველოში ადრეული ქორწინების საკითხზე საკანონმდებლო თუ მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით არსებული ბარიერები.
ასევე, შემუშავდეს რეკომენდაციები, რათა მოხდეს მსგავსი ფაქტების დროული პრევენცია.
კვლევა სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.