19 აპრილი 2024,   17:43
ვრცლად
10 თვეში, საქართველოს ეკონომიკა 10 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველოს ეკონომიკა 10 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, 2022 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა.

როგორც საქსტატში აცხადებენ, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სხვადასხვა დარგმა, მათ შორის მშენებლობამ, ტრანსპორტმა და დასაწყობებამ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა, სამთო-მოპოვებითმა მრეწველობამ, სასტუმროებმა და რესტორნებმა, ხელოვნებამ, გართობამ და დასვენებამ.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის დარგებში.

დღის ამბები