25 აპრილი 2024,   19:11
ვრცლად
ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება,ეს იმდენად აღიზიანებთ,სიტყვამაც კი გააღიზიანათ სლოგანში" - მამუკა მდინარაძე დედაქალაქის საახალწლო გზავნილზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მათი ნარატივი და მიზანია მშვიდობა და განვითარება, ხოლო რადიკალური ოპოზიციაა არის ომისკენ მიდრეკილი.

მისი თქმით, ოპონენტებს სიტყვა მშვიდობა სლოგანში გამოყენებულიც კი აღიზიანებთ. 

"მათი ნარატივია ომი - ბოლომდე ვერ ამბობენ, მაგრამ არ ემიჯნებიან და მხარს უჭერენ ირიბად, ხანდახან პირდაპირაც კი ომისკენ მოწოდებებს. ჩვენი ნარატივია და ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და ა.შ.

500 კაცია ხოლმე ჩართული ამ ე.წ. ბაბლში და ეს 500 კაცი ცდილობს შექმნან "ფეისბუქში" წრე და დაამუნათონ თუ როგორ გაბედეთ სიტყვა მშვიდობის ხსენება. მშვიდობის ხსენება კი არა მიზანია, მიზანი , რომელსაც მივაღწიეთ და დღესაც ვიბრძვით ამისათვის, რომ მივაღწიოთ მშვიდობას და სტაბილურობას. ეს აღიზიანებთ და იმდენად აღიზიანებთ, რომ სიტყვამაც კი გაგაღიზიანათ სლოგანში მოტანილმა,"-აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

ცნობისთვის, თბილისის მერმა განმარტა, რატომ ჩანაცვლდა სლოგანი "სიცოცხლით სავსე ქალაქი" "მშვიდობის ქალაქით".

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხალხის ინტერესები ყოველთვის დაცული იყოს.

დღის ამბები