25 აპრილი 2024,   15:06
ვრცლად
"იმის ნაცვლად, რომ მთავრობა გადაეტრიალებინათ, საკუთარი თავმჯდომარე გადაატრიალეს, რადიკალიზმი ქვეყანაში უნდოდათ და საკუთარ პარტიაში მიაღწიეს" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ენმ-ში არის შიდა ბრძოლა ფულისა და ძალაუფლებისთვის. მთავრობის გადატრიალების ნაცვლად კი, საკუთარი პარტიის თავმდჯომარე გადაატრიალეს. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა ბრძოლა, დაპირისპირება ძალაუფლებისა და ფულისთვის მიმდინარეობს. სააკაშვილის, კეზერაშვილისა და სხვების ფულისთვის. ეს არის შიდა დაპირისპირება, რაც ბუნებრივია, საბოლოო ჯამში ამ პარტიას დაასუსტებს და შესაბამისად, ეს ძალიან კარგი პროცესია. იმის ნაცვლად, რომ რიგგარეშე არჩევნები საქართველოში ჩაეტარებინათ, საკუთარ პარტიაში ატარებენ. ასევე, იმის ნაცვლად, რომ მთავრობა გადაეტრიალებინათ, საკუთარი თავმჯდომარე გადაატრიალეს. ეს არის რეალობა, რაც ძალიან კარგია. მათ პოლარიზაცია და რადიკალიზმი ქვეყანაში უნდოდათ და საბოლოო ჯამში, პოლარიზაციას, ურთიერთდაპირისპირებასა და რადიკალიზმს საკუთარ პარტიაში მიაღწიეს. ეს კარგია იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა გაჯანსაღდეს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები