24 აპრილი 2024,   09:06
ვრცლად
სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ისტორიული გალავნის თაღი დაზიანდა

სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ისტორიული გალავნის თაღი დაზიანდა. 
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ტრაილერი  დაეჯახა, რა დროსაც თაღი ჩამოინგრა.

შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სიღნაღის მერის განცხადებით, თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით უახლოეს პერიოდში დაიწყება 

დღის ამბები