03 თებერვალი 2023,   19:53
ვრცლად
"აჭარული მზითვის ფერი", ასე ჰქვია ირმა შარიქაძის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც პარიზის მოდის ფილმების ფესტივალზე, წლის საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დასახელდა

მაღალმთიან აჭარაში შენარჩუნებული ხალხური რეწვის საუკუნოვანი ტრადიციები, რომელზეც დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. ცნობილმა ქართველმა ხელოვანმა ირმა შარიქაძემ სპეციალურად ამ ნამუშევრისთვის ფოტოაპარატი ვიდეოკამერით ჩაანაცვლა. ქალების ცხოვრება მაღალმთიან რეგიონში, მათი ყოველდღიური ყოფა და დარჩენილი დრო, რომელსაც აჭარელი ქალები საყვარელ ხელსაქმეს უთმობენ.

"აჭარული მზითვის ფერი", - ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ახლა პარიზის მოდის ფილმების ფესტივალზე, წლის საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დასახელდა. მოკლემეტრაჟიანი სურათი აჭარაში მცხოვრები ქალების ხელსაქმეზე გვიყვება, რომელიც არა მარტო აჭარის, არამედ ქვეყნის კულტურული ტრადიციაა.

აჭარულ ნაქარგობას ქართული არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს. "აჭარული მზითვის ფერი", მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების ხმაა. ფილმმა საფესტივალო მოგზაურობა უკვე დაიწყო. საუკუნოვანი ისტორიის სამოსი კი თანამედროვე კულტურაში კვლავ ცოცხალია.

დღის ამბები