თურქეთის ერთ-ერთ პორტში აფეთქება მოხდა. მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ნავთობით სავსე საცავში გაჩნდა.
შემთხვევა სამსუნის პორტში მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ჯგუფები, მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
რამ გამოიწვია აფეთქება ჯერჯერობით უცნობია, საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.