27 იანვარი 2023,   08:13
ვრცლად
მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტის შედეგად 30 000-მდე სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა - კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც ბავშვებისთვის გაზრდილ ანაზღაურებას გულისხმობს, ივლისიდან ამოქმედდება

თამაში სათამაშოების გარეშე და ცხოვრება სხვის სახლში - ეს იმ ათასობით ბავშვის ყოველდღიურობაა, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. სოციალურად დაუცველი ოჯახების ძირითადი შემოსავალი, სახელმწიფოსგან მიღებული დახმარებაა. თუმცა რამდენიმე თვის წინ მთავრობამ ახალი ინიციატივის განხორციელება დაიწყო, რომელიც შრომისუნარიანი სოცდაუცველების დასაქმებას ეხება. პროექტის შედეგად უკვე 30 000-მდე ადამიანი დასაქმდა, რომლებსაც სოციალური დახმარება არ შეუჩერდათ.

მომავალი წლის პირველი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად ამოქმედდება კიდევ ერთი პროგრამა. 220 000 ბავშვი გაზრდილ ანაზღაურებას 200 ლარს მიიღებს. პროგრამა იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხებათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 ათასი და ნაკლებია. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გამოყოფილ პროგრამაზე ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარი დაიხარჯება.

დღის ამბები