20 აპრილი 2024,   13:01
ვრცლად
მოქმედი ომბუდსმენის უფლებამოსილების ამოწურვამდე 3 დღე რჩება - ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები ინტენსიურად გაგრძელდება

სამი დღე მოქმედი ომბუდსმენის უფლებამოსილების ამოწურვამდე - ახალ სახალხო დამცველთან დაკავშირებით მხარეებს გადაწვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები მიმდინარე კვირაში ინტენსიურად გაგრძელდება.

ოპოზიციის ნაწილი პროცესს კვლავ უნდობლობას უცხადებს და პროცესში ჩართვას არ აპირებს.

დამოუკიდებელი სახალხო დამცველის გამჭვირვალედ არჩევა ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია და მის თანახმად, ომბუდსმენის აპარატი ზეგავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს.

სახალხო დამცველის ექვსი წლის ვადით ასარჩევად 90 დეპუტატის ხმაა საჭირო.

დღის ამბები