03 თებერვალი 2023,   20:23
ვრცლად
თბილისის შემოგარენში დიდთოვლობაა - მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, "თბილსერვის ჯგუფი" გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს.  ამ დროისთვის, დაახლოებით, 25 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისსა და ბეთანიაში. ინფორმაციას მერია ავრცელებს. 

"გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია "თბილსერვის ჯგუფის" 50-მდე თანამშრომელი და 6 ერთეული სპეციალური  ტექნიკა.  სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია.  გზის გაწმენდის პროცესი საჭიროებისამებრ გაგრძელდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ როგორც "თბილსერვის ჯგუფის", ისე თბილისის მერიის ცხელ ხაზს," - აცხადებენ მერიაში.

დღის ამბები