18 აპრილი 2024,   09:45
ვრცლად
ვიცი, რა რთულია ბახმუტში, დონბასში, ბიჭებო, გამაგრდით! მე თქვენთან ვარ, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინის გაძლიერებას - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზამთარი რთული იქნება, მაგრამ მაინც ღირს ამ ზამთრის აღქმა არა გამოცდად, არამედ დროდ, რომელიც გვაახლოებს მთავართან, გამარჯვებასთან - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ზამთრის გადასატანად აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება.

"ზამთრის მეოთხე დღე იწურება. ზამთრის, რომელიც აშკარად რთული იქნება. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რაკეტები და უპირატესობა არტილერიაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის, რაც ოკუპანტს არ აქვს და არ ექნება. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის. ჩვენ ვიცავთ სიმართლეს და ეს აერთიანებს მთელ მსოფლიოს უკრაინის გარშემო. ჩვენი თავდაცვის ძალები მყარად იკავებენ პოზიციებს და ურთულეს მიმართულებებსაც კი. ვიცი, რა რთულია ბახმუტში, დონბასში. ბიჭებო, გამაგრდით! მე თქვენთან ვარ. ამ ამოცანის შესასრულებლად, წარმატებით განსახორციელებლად, სწორედ ამიტომ ყოველთვის მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინის გაძლიერებას და ვინც ამ ზამთრის შემდეგ აუცილებლად შეძლებს თქვას, რომ ჩვენი გამარჯვების მოახლოებაც მისი პირადი შედეგია, პირადი მიღწევა,"  - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები