19 აპრილი 2024,   07:35
ვრცლად
რუსეთში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

6 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა აფეთქების შედეგად რუსეთის ქალაქ ნიჟნე-ვარტოვსკში. ინციდენტი საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გაზის ბალონის ჰერმეტულობის დარღვევა გახდა. მონაცემები წინასწარია. საგამოძიებო კომიტეტის რაიონულმა სამმართველომ გაუფრთხილებლობით სიკვდილის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დაწყებულია გამოძიება.

პარალელურად, ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასევე გაზის აფეთქება მოხდა ქალაქ იაროსლავის საცხოვრებელ კორპუსშიც. არიან დაშავებულები. მიმდინარეობს ევაკუაცია. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.


დღის ამბები