20 აპრილი 2024,   17:24
ვრცლად
იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა, ბიზნესსექტორის ბრუნვამ 47 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს სწორი პოლიტიკის შედეგია - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა. ასევე ბიზნესსექტორის ბრუნვა 17%-ით გაიზარდა და 47 მილიარდი ლარი შეადგინა. "ეს არის მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგი," - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განაცხადა. 

პრემიერის თქმით, ბიზნეს სექტორში, მესამე კვარტალში სამუშაო ადგილები გაიზარდა 45 000-ით და ჯამში შეადგინა 723 000, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

"რამდენიმე დღის წინ გამოვიდა საქსტატის ბოლო მონაცემები. იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა და ასევე მინდა ვთქვა, რომ მესამე კვარტალში, ბიზნესსექტორის ბრუნვა 17%-ით გაიზარდა და 47 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი.

ბიზნესს მინდა კიდევ ერთხელ მივმართო. ბიზნესმა ყველაზე კარგად იცის - ქვეყანაში რომ არ იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, არავითარი ბიზნეს ბრუნვის ზრდა, დასაქმება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა არ იქნებოდა. ქვეყანას გადააქცევდნენ პოლიგონად.

ამას გარდა, იცით, რომ სამუშაო ადგილები გაიზარდა და რეკორდული ზრდა არის სამუშაო ადგილების. ბიზნეს სექტორში, მესამე კვარტალში სამუშაო ადგილები გაიზარდა 45 000-ით და ჯამში შეადგინა 723 000, რაც რეკორდული მაჩვენებელია და შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამდელ მაჩვენებელს საგრძნობლად გადააჭარბა ამ მაჩვენებელმა," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები