27 იანვარი 2023,   01:23
ვრცლად
ლორთქიფანიძე სააკაშვილზე - ამდენი მნახველი რომელ პატიმარს ჰყოლია? ერთი წლის წინ იგივეს გვეუბნებოდნენ

"ჩვენ ვუსმინეთ ბატონ ანზორს, რომ საათები წყვეტს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხს. ერთი წლის წინ იგივეს გვეუბნებოდნენ, საათები წყვეტს ჯანმრთელობის საკითხსო და როდის დავუჯეროთ? მათი პროგნოზებით სააკაშვილი 40-ჯერ უკვე მკვდარი უნდა იყოს, მაგრამ ცოცხალია. ამდენი მნახველი რომელ პატიმარს ჰყოლია? ციხეში ვერ გაძლო და ამდენი ხანია საავადმყოფოშია ექიმების ზედამხედველობის ქვეშ, ფრანგული რადიო აქვს ჩართული და მრავალოთახიანი რეზიდენცია აქვს, პალატა და გვერდით მოსასვენებელი ოთახი" - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა.  

მისი თქმით, სააკაშვილის სიცოცხლის მოსპობა არ შედის „ქართული ოცნების“ ინტერესებში. 

"დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის სიცოცხლის მოსპობა არ შედის „ქართული ოცნების“ ინტერესებში. ეს იქნება უდიდესი საერთაშორისო დარტყმა მათთვის. არ მგონია, საქართველოს ხელისუფლება ძალით და თავისი მონდომებით სიცოცხლეს უსწრაფებდეს სააკაშვილს, ეს ჩემთვის ცალსახა და ძალიან ცხადია. 

ჩვენ ვუსმინეთ ბატონ ანზორს, რომ საათები წყვეტს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხს. ერთი წლის წინ იგივეს გვეუბნებოდნენ, საათები წყვეტს ჯანმრთელობის საკითხსო და როდის დავუჯეროთ? მათი პროგნოზებით სააკაშვილი 40-ჯერ უკვე მკვდარი უნდა იყოს, მაგრამ ცოცხალია, შეიძლება მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას უნდა მოვუაროთ, მაგრამ არ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაციები ადამიანის ჯანმრთელობით, თუ ავად არის უნდა უშველონ, თუ ავად არ არის არ უნდა თქვა, რომ ერთ საათში ის გარდაიცვლება, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სააკაშვილის მიმდევრები ყოველთვის აფუჭებენ საქმეს, თავისივე ლიდერს უფუჭებენ საქმეს. მესამე საკითხი, რაზეც უნდა გავამახვილო ყურადღება, მე ვითხოვ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, რომ ყველა პატიმრის მიმართ ერთნაირი ზომები იყოს გამოყენებული. ყველა პატიმარი თანასწორი უნდა იყოს კანონის წინაშე. რასაც ამბობდა ბატონი ანზორი მაგალითად, რომ გაუსაძლისი მდგომარეობა შეუქმნეს, ამდენი მნახველი რომელ პატიმარს ჰყოლია? ადამიანმა ციხეში ვერ გაძლო და ამდენი ხანია საავადმყოფოშია ექიმების ზედამხედველობის ქვეშ, ფრანგული რადიო აქვს ჩართული და მრავალოთახიანი რეზიდენცია აქვს იქ, პალატა და გვერდით მოსასვენებელი ოთახი. მე კი არ ვამადლი ამას, თუ საჭიროა ღმერთმა შეარგოს და მისცეს ეს, უბრალოდ იმის თქმა, რომ მას კლავენ და ძალით უქმნიან გაუსაძლის პირობებს, მე ამას ვერ გავიზიარებ" - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ. 

ამასთან, ლევან ლორთქიფანიძე მხარს უჭერს ინიციატივას, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მოინახულონ სააკაშვილი და  გაეცნონ მის მდგომარეობას.  

"იცით, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი მოწოდებაა, მოხდეს ქვეყანაში დეპოლარიზაცია.  შესანიშნავი ინიციატივა ითქვა აქ, უნდა მივიდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც და ნახონ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა. რა დაშავდება, რომ იუსტიციის მინისტრი მივიდეს და მოინახულოს პრეზიდენტი და გაერკვეს ამ საკითხში. ასე, რომ მგონი ცოტა რაციონალურ ჩარჩოებში უნდა ვისაუბროთ, არც ის უნდა ვთქვათ, რომ სააკაშვილი ბედნიერია, ჯანმრთელადაა და კარგადაა და ყველაფერს იგონებს, მაგრამ არც ის უნდა ვთქვათ, რომ არაფერი კეთდება მისი ჯანმრთელობისთვის და მას მიზანმიმართულად კლავენ" - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

დღის ამბები