23 აპრილი 2024,   16:36
ვრცლად
უკრაინა პოლტავაში რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ტერიტორიაზე კონტრდაზვერვით ღონისძიებას აწარმოებს

უკრაინაში რუსეთის მხრიდან მასიურ სარაკეტო იერიშს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ნასროლი 70 რაკეტიდან 60-ზე მეტი საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა გაანადგურეს. ოფიციალური უკრაინის შეფასებით, თავდასხმის მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტები იყო.

დაიბომბა ოდესაც, ქალაქის მერის თქმით, შეტევის შედეგად, ქალაქი წყლის მომარაგების გარეშეა დარჩენილი.

რუსული ძალები განაგრძობენ ზაპორიჟიის გარეუბნების დაბომბვას, - ოლქის გუბერნატორის თქმით თავდასხმის სამიზნე კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახელები იყო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავცელებულა.

პარალელურად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიას ელექტროსადგურზე კონტროლის "მესამე პირზე" გადაცემას არ აპირებენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ეროვნულ პოლიციასთან ერთად, პოლტავას ოლქში, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ტერიტორიაზე კონტრდაზვერვით ღონისძიებას აწარმოებს. ოფიციალური ინფორმაციით აღნიშნული, უკრაინაში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ტარდება.

დღის ამბები