24 აპრილი 2024,   05:47
ვრცლად
მოლდოვაში ჩამოცვენილი რაკეტების აფეთქების საფრთხე არ არსებობს - სპეციალისტებმა მოკვლევა დაასრულეს

მოლდოვაში ჩამოცვენილი რაკეტის დეტალები ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლა. უწყების განცხადებით, აფეთქების საფრთხე არ არსებობს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტი სანდუ, მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე რუსული თავდასხმა დაგმო და დაწერა, რომ ომის შესაჩერებლად საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს.

შეგახსენებთ რომ უკრაინის მისამართით განხორციელებული მასშტაბური რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ, რაკეტის ფრაგმენტები ჩამოცვივდა მოლდოვის ტერიტორიაზეც, რის გამოც, მოლდოვაში ელექტოენერგიის ავარიული გათიშვები ფიქსირდება, უკრაინის საზღვართან კი გაძლიერებულია სასაზღვრო კონტროლი.

დღის ამბები