19 აპრილი 2024,   20:13
ვრცლად
მსოფლიო ბანკის სახელით, საქართველოსთვის მომზადებული ეკონომიკური მემორანდუმის პრეზენტაცია იმართება

მსოფლიო ბანკის სახელით, საქართველოსთვის მომზადებული ეკონომიკური მემორანდუმის პრეზენტაცია იმართება. მემორანდუმში ასახულია ქვეყნის მიღწევები ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

ასევე, დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებს დარგობრივი პოლიტიკის მიმართულებით, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მომდევნო 10 წლის განმავლობაში.

პრეზენტაცია გახსნეს მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ასევე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა.

"ეს მემორანდუმი შთამბეჭდავ ისტორიას გამოხატავს, რომელიც აჩვენებს, რომ გასული 10 წლის განმავლობაში, კოვიდამდე პერიოდში საქართველოს ჰქონდა ზრდა და იყო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მთელ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, წელიწადში დაახლოებით 5%-იანი ზრდის მაჩვენებლით.

ასევე, უცხოური ინვესტიციების გაზრდით 7.5-დან 8.5%-მდე, რამაც გასული ათწლეულის განმავლობაში სიღარიბე ფაქტობრივად გაანახევრა. ასევე ბოლო ორი წლის განმავლობაში, კოვიდის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა თითქმის ორნიშნა მაჩვენებლით და იგივეს ველოდებით წელსაც.

ეს არის ძლიერი რეფორმების შედეგი მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და ბიზნეს სექტორში, თუმცა ასევე ანალიზი გვაჩვენებს, რომ არის გარკვეული საკითხები, რაც გადასაჭრელია. მათ შორის უთანასწორობის საკითხი, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, ასევე გასაზრდელია პროდუქტიულობის დონე და სამუშაო ადგილების ხარისხი. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნაში," - აცხადებს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი.

დღის ამბები