24 აპრილი 2024,   03:40
ვრცლად
იმდენად გაღრმავებულია დაპირისპირება გარკვეულ "კლანებს" შორის, ეს ბუნებრივია გამოიწვევს პარტიის დაშლის ხელშეწყობას - მიხეილ სარჯველაძე ენმ-ზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთიანობის არ სჯერა მმართველ გუნდს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გავლენისთვის ბრძოლა, ოპოზიციურ პარტიას დაშლამდე მიიყვანს.

უმრავლესობა ეხმაურება პარტიის მთავარ მოთხოვნასაც - საუბარია მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანაზე ან სასჯელის გადავადებაზე. მმართველი გუნდი სპეკულაციაზე საუბრობს.

"ფაქტია, რომ იმდენად გაღრმავებულია დაპირისპირება გარკვეულ ჯგუფებსა და "კლანებს" შორის, ეს ბუნებრივია გამოიწვევს გარდაუვალ პარტიის დაშლის ხელშეწყობას," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

დღის ამბები