25 აპრილი 2024,   15:11
ვრცლად
პარლამენტში დღეს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრების კანდიდატების მოსმენა იგეგმება

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრების კანდიდატთა მოსმენა იგეგმება დღეს დილიდან პარლამენტში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში, თავდაპირველად, დეპუტატები თამარ ალფაიძესა და რევაზ ეგაძეს მოუსმენენ - ორივე მათგანი ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა. მოგვიანებით, კანონმდებლები ცესკოს წევრობის კანდიდატებსაც შეხვდებიან.

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" კანდიდატების კენჭისყრას ჩააგდებს, რადგან მათთვის ამჟამინდელი ადმინისტრაციაა მისაღები.

დღის ამბები