25 აპრილი 2024,   17:44
ვრცლად
თაღლითობისა და დოკუმენტების გაყალბებოს გამო სასამართლომ დონალდ ტრამპის ოჯახის ორი კომპანია დამნაშავედ ცნო

თაღლითობასა და დოკუმენტების გაყალბებაში ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპის ოჯახის ორი კომპანია დამნაშავედ ცნო. ნაფიცმა მსაჯულებმა ყოფილი პრეზიდენტის კუთვნილი ორგანიზაციები 17-ვე წაყენებულ ბრალდებაში გაამტყუნეს.

"13 წლის განმავლობაში კომპანიები სარგებლობდნენ დაუსჯელი სქემით, რომელიც მაღალი დონის ხელმძღვანელებს გულუხვი პრივილეგიებით აჯილდოებდა და საგადასახადო ორგანოებისგან შეღავათებს მიზანმიმართულად მალავდა"- განაცხადა სასამართლო პროცესზე მანჰეტენის ოლქის პროკურორმა.

ტრამპის კორპორაციას სავარაუდოდ მილიონ 600 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.

დღის ამბები