სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის პირველი და მეოთხე მონაკვეთების მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მაგისტრალური გზის მეოთხე მონაკვეთზე უკვე დასრულებულია 2 ხიდის, 1 სატრანსპორტო კვანძის, რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა. უახლოეს პერიოდში დაიწყება გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოებიც.
გზის ეს მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. პროექტი ევროპის საინვეტიციო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 113 მილიონი ლარია.
წლის ბოლომდე, გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნება.
აქტიურად გრძელდება სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზეც, რომელიც გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარით ფინანსდება.