24 აპრილი 2024,   01:32
ვრცლად
აშშ-ს არ წაუხალისებია და არც შესაძლებლობა მიუცია უკრაინისთვის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს - ბლინკენი

აშშ-ს არ წაუხალისებია და არც შესაძლებლობა მიუცია უკრაინისთვის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, თუმცა მტკიცედ არის მზად, უზრუნველყოს, რომ უკრაინელებს ჰქონდეთ ყველა საჭირო აღჭურვილობა თავდაცვისთვის, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

"რუსეთიდან განხორციელებული დარტყმები იმ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანისკენ არის მიმართული, რომელიც მოსახლეობის გათბობას, ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. ამას ჩვენ ზამთრის იარაღად გამოყენებას ვუწოდებთ. ეს არის უკრაინაში ყოველდღიური რეალობა.

ჩვენ არც წაგვიხალისებია და არც შესაძლებლობა მიგვიცია უკრაინელებისთვის, რუსეთის შიგნით დარტყმები განახორციელონ, თუმცა მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რისი გადატანა უწევს უკრაინელებს ყოველდღე მათი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირობებში. ჩვენი მტკიცე მზადყოფნაა, ჩვენს მრავალ სხვა პარტნიორთან ერთად, უზრუნველვყოთ, რომ მათ ხელთ აქვთ საჭირო აღჭურვილობა საკუთარი თავის, საკუთარი ტერიტორიისა და საკუთარი თავისუფლების დასაცავად," - განაცხადა ბლინკენმა.

მიმდინარე კვირის დასაწყისიდან დრონებით დარტყმები სამ რუსულ აეროდრომზე განხორციელდა.

დღის ამბები