25 აპრილი 2024,   17:09
ვრცლად
ჩაატარონ აქციები სადაც სურთ, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და ჩვენ დავიცავთ მათ  უფლებას- ანრი ოხანაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას აქციების ჩატარების კონსტიტუციური უფლება აქვს და ამ უფლებას უმრავლესობა აუცილებლად დაიცავს. 

"გააგრძელონ აქციები, დაორგანიზდნენ და სადაც სურთ ჩაატარონ ეს აქციები, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. გვახსოვს დაახლოებით 100 კაციანი აქცია, შესაძლოა ეს 100 კაციანი ახლა გახდეს ცოტა მეტი, ან პირიქით ნაკლები. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, ჩვენ დავიცავთ მათ კონსტიტუციურ უფლებას,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.  

დღის ამბები