"ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებული მოვლენები და განცხადებები დღეს მთავარ პოლიტიკურ საკითხად იქცა. როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ოპონენტებს დროში აცდენილს უწოდებს და ახსენებს, რომ ახლა ქვეყნის ინტერესებში ძალადობრივი აქციები და პიკეტირება.
ალუდა ღუდუშაური ენმ-ს აღნიშნულ ქმედებებს ერთგვარ თავის შეხსენებად მიიჩნევს.
"დროში აცდენილები არიან, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს. დღეს არ არის მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებში არც ძალადობრივი აქციები და პიკეტირება. როგორც ჩანს აქ არის ერთი მარტივი თავის შეხსენება სააკაშვილთან და თავიანთ მომავალ სხვა დამფინანსებლებთან, იმართლებენ თავს, რომ რაღაცას აკეთებენ და აქტიურობენ,"-აცხადებს ალუდა ღუდუშაური.