18 აპრილი 2024,   22:42
ვრცლად
სააკაშვილთან დაკავშირებით საერთო სამოქმედო გეგმას ენმ-სთან დღეს "სტრატეგია აღმაშენებლის", "დროას" და "გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერები განიხილავენ

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საერთო სამოქმედო გეგმის განსახილველად დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ხვდებიან. მათი აზრით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლება და ერთიანი ძალისხმევით მოქმედებაა.

სწორედ ამ თემას შეეხებოდა გუშინ "ნაცმოძრაობის" ოფიში პარტიის შიგნით დაპირისპირებული მხარეების შეხვედრაც.

სამოქმედო გეგმა, ჯერჯეობით, არ საჯაროვდება, თუმცა მათი განმარტებით, გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას - მათ შორის, იქნება აქციები და რადიკალური ქმედებებიც.

"იქნება გამოყენებული პოლიტიკური ბრძოლის ყველა ხერხი, რაც გვინახავს ჩვენთან, ან უცხოეთში. იქნება ყველა ძალა გამოყენებული, საერთაშორისო,  საგარეო, საშინაო, ქუჩა, პარლამენტი, რადიკალური თუ არარადიკალური, საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, გადარჩენის კონტექსტში" - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე. 

 

დღის ამბები