19 აპრილი 2024,   02:41
ვრცლად
ლუქსემბურგში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ შალვა პაპუაშვილის და საპარლამენტო დელეგაციის ევროპული ტურნე დასრულდება

ლუქსემბურგის საჰერცოგოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრის სამუშაო ვიზიტი დღესაც გაგრძელდება. გაიმართება შეხვედრა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტთან, რის შემდეგაც ქართული დელეგაციის ევროპული ტურნე დასრულდება.

ქართული საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ლუქსემბურგში გუშინ, ნიდერლანდებიდან ჩავიდა. უკვე შედგა შეხვედრა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირებთან.

ლუქსემბურგის, როგორც NATO-ს და ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ქართველი პოლიტიკოსები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

დღის ამბები