მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი გეგმებით ისევ საკუთარ პარტიას აზარალებს და რომ რადიკალური პროცესების დაანონსება "ნაციონალურ მოძრაობას" კარგს არაფერს მოუტანს.
შეგახსენებთ, სასამართლო სხდომა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის სასჯელის გადავადების, ან მისგან გათავისუფლების შესახებ უნდა იმსჯელონ ხვალ იმართება.
"ტენდენცია ისეთია, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ დაშლის წინაპირობა. უმჯობესი იქნებოდა გვეხილა ოპოზიცია, რომელიც თემებზე საუბრობს, საშინაო თუ საგარეო გამოწვევებზე, კანონპროექტებზე. ეს არის შეუგუებლობა იმ ვითარებასთან, რომელიც მის გარშემო და პატიმრობის მერე შეიქმნა და მეორე - აშკარა პროცესი თვითდაზიანებისა, რომელსაც იგი საკუთარ თავს აყენებს," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.