საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მოქალაქეთა არაერთი ჯგუფი სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით. საგადასახადო დანახარჯების შესაკვეცად დაწყებული სამუშაოს პირველი ეტაპი დასრულდა - უკვე საჯაროა ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული საგადასახადო დანახარჯების დოკუმენტიც.
BM.GE-ის ინფორმაციით, სხვა პირებთან ერთად შეღავათები ვრცელდება “ქარვლის დედის“ სტატუსის მქონე პირებზეც. ეს სტატუსი ეძლევათ მრავალშვილიან დედებს, ოჯახების დახმარებისა და ხელშეწყობის ფარგლებში.
საგადასახადო კოდექსში ვკითხულობთ: “იმ პირის 3 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, რომელსაც მინიჭებული აქვს "ქართლის დედის" საპატიო წოდება, გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. საგადასახადო შეღავათი ძალაშია 1997 წლიდან. მიზანი - სოციალური პოლიტიკა ოჯახების ხელშეწყობისთვის“.