მედიაში გავრცელებულ მასალებს, სადაც ჩანს რომ საომარ მოქმედებებში ჩართვის მსურველებს კოორდინაციას ოპოზიციონერ ნონა მამულაშვილის ძმა, მამუკა მამულაშვილი უწევს - ოპოზიციაში ეხმაურებიან.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ უკრაინაში ქართველი მეომრების მონაწილეობის დაკნინება იმ 34 მეომრის შეურაცხყოფაა, ვინც ამ ბრძოლაში დაიღუპა.
"ეს არის ისეთი თემა სადაც ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, როცა თემა ეხება ქართველ მეომრებს უკრაინაში, იმიტომ რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ახლაც, აი ამ წუთას იბრძვიან ცხელ ხაზზე საკუთარი სიცოცხლის ფასად, უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის. ამიტომ, ნებისმიერი მცდელობა ამ ადამიანების დაკნინების ან ამ ომში ქართველებიც მონაწილეობის დაკნინების, მე ვთვლი რომ არის შეურაცხყოფა იმ 34 ქართველი გმირის, რომელიც დაიღუპა უკრაინაში, უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის," - აცხადებს წითლიძე.