25 აპრილი 2024,   09:23
ვრცლად
2013 წელს, დეკრეტული შვებულების დღეებისა და ანაზღაურების რაოდენობა გავზარდეთ, 1000-ლარიანი გასაცემელი შემოვიტანეთ, ახლა პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე განვიხილეთ დეკრეტული შვებულებების ანაზღაურების 2000 ლარამდე გაზრდა - დიმიტრი ხუნდაძე

საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოში დემოგრაფიული თვალსაზრისით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დეკრეტული შვებულებების დღეებისა და ანაზღაურების რაოდენობის გაზრდაა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დეკრეტული შვებულებების ანაზღაურების გაზრდა დედების მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის. 

"2013 წელს, ჩვენ დეკრეტული შვებულებების დღეებისა და ანაზღაურების რაოდენობა გავზარდეთ - მაშინ 1000-ლარიანი გასაცემელი შემოვიტანეთ. ახლა, პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტში, პირველი მოსმენით უკვე განვიხილეთ დეკრეტული შვებულებების ანაზღაურების გაზრდა 2000 ლარამდე. პირველი მოსმენით, მას ოპოზიციის მხრიდანაც ჰქონდა მხარდაჭერა და მინდა, მათაც მადლობა ვუთხრა. ეს ყველაფერი პროცედურულ რეჟიმში წავა - იქნება მეორე და მესამე მოსმენებიც. რა თქმა უნდა, ეს დეკრეტში მყოფ დედებს წაადგება. როდესაც დეკრეტული შვებულებების ანაზღაურებისა და დღეების რაოდენობა გავზარდეთ და ჯანმო-ს რეკომენდაციას დავუქვემდებარეთ (მანამდე, 4-თვიანი იყო. არადა, ძუძუთი კვების პერიოდი მინიმუმ 6 თვეა… ძუძუთი კვება დისტანციურად შეუძლებელია და შესაბამისად, ამ კუთხით, დედისა და შვილის ურთიერთობაც წყდებოდა, დედებს მხოლოდ 4 ჰქონდათ ძუძუთი კვების საშუალება), დეკრეტული შვებულებით მოსარგებლეთა რიცხვი გასამმაგდა.ყველაფერ ამას, ერთად, ძალიან კარგი ეფექტი აქვს. ვფიქრობ, რომ ამასაც ექნება ეფექტი. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ვფიქრობ, ბევრი ძალიან კარგი სიახლე იქნება, მაგრამ მთავარი არის მშვიდობა, რომელიც ჩვენივე საზრუნავია," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები