27 იანვარი 2023,   08:43
ვრცლად
ისინი არიან ე.წ. ფსევდოლიბერალები, ქართველი ლიბერალი არის ყველაზე გოიმი არსება მსოფლიოში - ირაკლი კობახიძე

მე მინდა შეგახსენოთ ერთი რამ - ყველაფერში ფსევდოები არიან ეს ადამიანები. ხშირად მოისმენთ ხოლმე მათი მხრიდან აბიციურ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სხვებზე წინ წასულები არიან საკუთარი აზროვნებითა და მენტალიტეტით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა რატი იონათამიშვილის შესახებ გამოქვეყნებული დისკრიმინაციული ფოტოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"სინამდვილეში ყველაზე ჩამორჩენილი კასტა, ვინც კი არის საქართველოში, სწორედ არიან ისინი, ვინც ასეთ რაღაცებს აკეთებს. ისინი არიან ე.წ. ფსევდოლიბერალები - ქართველი ლიბერალი არის ყველაზე გოიმი არსება მსოფლიოში, მე ასე ვიტყოდი. ეს არის ის კასტა, რომელიც ასეთ რაღაცებს აკეთებს, მათ სიბნელეს საზღვარი არ აქვს," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები