27 იანვარი 2023,   08:34
ვრცლად
ვიმოქმედებთ იმისდა მიხედვით, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს მოსამართლე, მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი მოქმედებით, პროცესების მიმდინარეობისას ხელი არ შევუშალოთ დაცვით სტრატეგიას - ბაჩო დოლიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის მიზნით შეიკრიბებიან. როგორც პარტიის წარმომადგენლები განმარტავენ, სამომავლო გეგმები სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

ამბობენ, რომ მიხელ სააკაშვილის გადასარჩენად ყველა საშუალებას გამოიყენებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" ასევე აცხადებენ, რომ პროცესების მშვიდობიანი ფორმით ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა დაცვის მხარის სტრატეგიას ხელი არ შეეშალოს.

"ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა, ერთად ყოფნა, ძალიან პრინციპული პოზიციაა, რომ არ შევეგუებით იმ ვითარებას, როდესაც ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი იღუპება. ვიმოქმედებთ იმისდა მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი მოქმედებით ახლა, ამ პროცესების მიმდინარეობისას ხელი არ შევუშალოთ დაცვით სტრატეგიას,"-აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე.

 

დღის ამბები