27 იანვარი 2023,   09:02
ვრცლად
პოლიტიკურად მომაკვდავი პარტია ხელოვნური სუნთქვის რეჟიმზეა გადასული, ახლა ისღა დარჩენიათ, კვლავ დაუბრუნდნენ ძალადობას და რადიკალურ ზომებს-ალუდა ღუდუშაური 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა არსებული კრიზისიდან გამომდინარე პარტია იყენებს ე.წ. ხელოვნური სუნთქვის რეჟიმს.

როგორც ალუდა ღუდუშაური ამბობს, ახლა "ნაცმოძრაობის" მთავარი ამოცანაა, დაუბრუნდნენ ძალადობრივ ქმედებებს და რადიკალურ ზომებს.   

"მათთვის არ არის საინტერესო, რა ობიექტურ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას. წარმოუდგენელია, წინსწრებით აკეთებდე ამ რადიკალურ ნაბიჯებზე სწორებას. დღეს ვხედავთ, რომ პოლიტიკურად მომაკვდავი პარტია ხელოვნური სუნთქვის რეჟიმზეა გადასული. გამომდინარე აქედან, ახლა ისღა დარჩენიათ, რომ კვლავ დაუბრუნდნენ ძალადობას და რადიკალურ ზომებს,"-აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის მიზნით შეიკრიბებიან. როგორც პარტიის წარმომადგენლები განმარტავენ, სამომავლო გეგმები სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. ამბობენ, რომ მიხელ სააკაშვილის გადასარჩენად ყველა საშუალებას გამოიყენებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" ასევე აცხადებენ, რომ პროცესების მშვიდობიანი ფორმით ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა დაცვის მხარის სტრატეგიას ხელი არ შეეშალოს. 

დღის ამბები