20 აპრილი 2024,   04:49
ვრცლად
დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატების საჯარო მოსმენა გაგრძელდება- საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები 6 კანდიდატს მოუსმენენ 

დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატების საჯარო მოსმენა გაგრძელდება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები 6 კანდიდატს მოუსმენენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კონსესუსი აუცილებელია, თუმცა მმართველ გუნდთან შეთანხმების იმედი არ აქვთ.

"რამდენიმე კანდიდატი არის, რომელიც იმსახურებს ჩვენს ნდობას. რა თქმა უნდა, აუცილებელია კონსენსუსი, მაგრამ კანდიდატი, რომელიც სასამართლო სისტემაში პრობლემას ვერ ხედავს, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ არის ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი. შეიძლება არსებობს ამ ჯგუფში მარალი რეპუტაციის მქონე ადამიანი, ვისაც შემოტანილი აქვს და მათ, შორის შეძლება გიორგი ბურჯანაძეც იყოს ასეთი,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე.

რაც შეეხება პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის მოსაზრებას, მიხეილ დაუშვილს არ აქვს იმედი რომ მმართველი ძალა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიიღებს. 

"რესურსი იმისა, რომ მოიძებნოს კონსენსუსი და შევარჩიოთ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი არსებობს. თუმცა მოლოდინი იმისა, რომ "ოცნება" იმოქმედებს სახელმწიფო ინტერესით და არა საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესით, სამწუხაროდ ამის მოლოდინი ნაკლებად გვაქვს,"-აცხადებს დაუშვილი. 

შეგახსენებთ: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.

 

 

 

 

 

დღის ამბები